пятница, 29 апреля 2011 г.

ტაილანდი

    ტაილანდის სამეფო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. მდებარეობს სამხრეთ აზიის ცენტრში. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ლაოსი და ბირმა, აღმოსავლეთით ლაოსი და კამბოჯა, სამხრეთით ტაილანდის ყურე და მალაიზია, ხოლო დასავლეთით ანდამანის ზღვა და ბირმა
  1896 წლის ინგლისურ-ფრანგული შეთანხმებით აღიარებულ იქნა სიამის დამოუკიდებელი ბუფერული სახელმწიფო. 1932 წლიდან კონსტიტუციური მონარქიაა. სახელწოდება ტაილანდი მიღებულ იქნა 1939 წელს. მე-2 მსოფლიო ომის დროს ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ. 1947 წელს სამხედროებმა ჩაიგდეს ძალაუფლება. სამოქალაქო მთავრობა - შეიქმნა 1983 წელს. 1991 წელს კვლავ სამხედროების მმართველობა დამყარდა, რომლებმაც არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარეს.   
ტაილანდი ფლობს უდიდეს შესაძლებლობებს ტურიზმის განვითარებისათვის. ამ შესაძლებლობას მას აძლევს მისი ხელსაყრელი მდებარეობა ინდოჩინეთის ცენტრში და მალაკის ნახევარკუნძულზე, ფართო გასასვლელი ზღვაში, მდინარე მენამის სატრანსპორტო შესაძლებლობა, ოქროს ქვიშა, მრავალფეროვანი რელიეფი, მსოფლიოში უმდიდრესი ტყეები, პოპულარული საზღვაო კურორტები და მრავალი უნიკალური კულტურულ-ისტორიული ძეგლი.
წყარო  წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий